03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.

ასევე დაკავებულები არიან  ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" სხვა წარმომადგენლებიც. 

ინციდენტი ორთაჭალაში “თავისუფალი ზონის“ ოფისთან მოხდა. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის გაუქმებას და არსებობას აპროტესტებდნენ ლადო სადღობელაშვილი და მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა რაც ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა „თავისუფალი ზონის“ ოფისს კვერცხები ესროლეს. 

 

დღის ამბები