03 მაისი 2024,   19:40
ვრცლად
ბავშვები აქეთ მამშვიდებენ - ოჯახი, რომელიც შემოსავალი სოციალური დახმარება და ბებიის პენსიაა

ნინო გიგაშვილი გლდანის დევნილების დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, სამ შვილს ზრდის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედას უვლის, რომელსაც ორივე ქვედა კიდური მოკვეთილი აქვს. ოჯახის შემოსავალი ბებიის პენსია და სოციალური დახმარებაა.

ნინო კვების დეფიციტს აბრალებს, რომ ერთ-ერთ შვილს ზრდაში ჩამორჩენა აქვს. ექიმთან ჰყავდა, თუმცა დანიშნული მკურნალობა, უსახსრობის გამო, ვერ ჩაუტარა.

მედიკამენტებზე რომ ხელი არ მიუწვდებათ, ბავშვებიც დარდობენ და კითხვაზე, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად, საჭმელთან და საჭირო ნივთებთან ერთად, ვიტამინებს ასახელებენ.

წლობით იატაკზე წოლამ ბავშვს ხერხემალი დაუზიანა. თუმცა, დედას რომ ყოველდღიურობა შეუმსუბუქონ, ტკივილს და შიმშილს ჩუმად იტანენ.

 

ავტორი: მეგი კავთუაშვილი

დღის ამბები