03 მაისი 2024,   20:09
ვრცლად
პირველი პრობლემა არის ნულოვანი კონსესუსი - მამუკა კაციტაძე კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე, მმართველ გუნდს კონსტიტუციის ახალი ვარიანტის გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია საყოველთაო კონსესუსის შედეგად უნდა მიიღონ.

„პირველი პრობლემა, რაც ამ პროცესს ახლავს თან, ეს არის ნულოვანი კონსესუსი. შეიქმნა ჯერ საკონსტიტუციო კომისიისა და ბევრი პარტია, მათ შორის, კვალიფიციური სუბიექტები, ანუ ეს ის პარტიების, რომლებიც შედეგებიდან გამომდინარე დაფინანსებას იღებენ საზოგადოებიდან, დატოვეს გარეთ. შეიყვანეს შიგნით გარკვეული ნაწილი პარტიებისა და დაამთავრა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ისე, რომ ყველა პარტიამ აბსოლუტურად უარი თქვა, ანუ ბოიკოტი გამოუცხადა შედეგს,“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მამუკა კაციტაძე შინაარსთან დაკავშირებით საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოყოფს. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტის არჩევის ახალ წესში კანდიდატის დანიშვნა დებატების გარეშე.

მამუკა კაციტაძე ბლოკების გაუქმებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი დანაწევრებით "პლურალისტური პოლიტიკის მკვლელობა" ხდება.

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე გამოსავალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩადგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები