03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
"პანორამა თბილისის" სამშენებლო სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

სოლოლაკის ქედზე "პანორამა თბილისის" მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ადგილზე შეყვანილია მძიმე ტექნიკა და პროექტის ერთი ნაწილის, "დაკიდული ბაღების", განხორციელებისთვის მოსწორებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასაწყებად კი თანაინვესტირების ფონდს ამ დროისთვის ოფიციალური ნებართვა არ აქვს. ნებართვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ უნდა გასცეს.

სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის განაცხადი მხოლოდ პროექტის ნაწილზე მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზეა შესული.

თანაინვესტირების ფონდშიც აცხადებენ, რომ ნებართვის მიღების შემთხევევაში "პანორამა თბილისის" ნაწილის განხორციელება 2015 წლის განმავლობაში მოხდება.

 

დღის ამბები