03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ერგნეთში 77 წლის მამაკაცი დაიკარგა

სოფელ ერგნეთში ადგილობრივ მამაკაცს ეძებენ. 77 წლის ვალიკო კასრაძე სახლიდან გუშინ გავიდა და არ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ მას გზა აებნა და, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე შეტყობინება უკვე შევიდა.

დღის ამბები