03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ქუთაისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს?
ქუთაისში, კაკაბაძის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. არსებული ინფორმაციით, ელდარ გოგბერაშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.
 
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგბერაშვილის სახლში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იქნა აღმოჩენილი.
 
ამის შესახებ ინფორმაციას kutaisitoday ავრცელებს.
 
რა ხდება კაკაბაძის ქუჩაზე, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.
დღის ამბები