08 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
რაც წავიკითხე და მოვისმინე, ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო, იმიტომ რომ ვიცნობ მე სოსო გოგაშვილს - ზვიად კვაჭანტირაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ დიდი ქონების არაკანონიერი გზით მოპოვების შესახებ ინფორმაცია ზვიად კვაჭანტირაძისთვის დაუჯერებელია.

პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, სოსო გოგაშვილს ქონება ცოლის დებზე აქვს გადაფორმებული.

„ის, რაც წავიკითხე და მოვისმინე, ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო, იმიტომ რომ ვიცნობ მე სოსო გოგაშვილს, მე ძალიან ძნელად მაქვს წარმოდგენილი, რომ მას შეიძლება არაკანონიერი გზით ჰქონდეს რამე ქონებები დაგროვებული. მე არ ვიცი ამ ჩემს მონაკვეთს ეთერში გაუშვებთ თუ არა, მაგრამ ამის ასეთი პრაქტიკა საქართველოს გასულ ხელისუფლებაში ძალიან ბევრს ჰქონდა,“ - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები