03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
აზარიანცის სახლის დაწვის რამდენიმე ვერსია განიხილება

რუსთაველის 37 ნომერში მდებარე შენობის დიდი ნაწილი განადგურებულია. ე.წ. აზარიანცის სახლში 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

კომპანია "სილქროუდ ჯგუფი", რომელიც შენობის მფლობელია, არ ადასტურებს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობის სიძველემ გამოიწვია. მათი განმარტებით, ე.წ. აზარიანცის სახლი ჯერჯერობით მათ სრულ მფლობელობაში არ არის. მათ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილი კი სრულად დაცულია.

გვიან ღამით გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე კომპანიისა და სახელოვნებო სკოლის მუშაობის პარალიზება გამოიწვია. ერთად-ერთი ოჯახი კი, რომელიც სახლის ამ ნაწილში ცხოვრობდა, ღია ცისქვეშ დარჩა. 

 

დღის ამბები