03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
მიტოვებულ შენობაში აღმოჩენილი უნიკალური ბუხარი

მიტოვებულ შენობაში აღმოჩენილი უნიკალური ბუხარი ხელოვნების სასახლეში გააგრძელებს ცხოვრებას.

ხელოვნების სასახლის ახალი ექსპონატი დღეს პირველად ოქროსფერ დარბაზში გამოიფინა.

კერამიკით მოპირკეთებული ბუხარი ყველაზე დიდია მუზეუმის ფონდებში აქამდე დაცულ ექსპონატებს შორის. ბუხარს რამდენიმე დეკორატიული დეტალი დაკარგულია აქვს, მათ შორის ის სკულპტურაც, რომლის სახელსაც ატარებს.

ბუხარზე არსებული დამღა მიუთითებს, რომ ვენერა ლისოვსკის ქარხანაშია დამზადებული და, სულ მცირე, ერთი საუკუნისაა.

სპეციალისტების თქმით, საწარმო მხოლოდ 50 წელი არსებობდა და რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ შექმნილი ნივთები არასოდეს მეორდებოდა.

ხვალიდან ის მუზეუმის ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომია.

დღის ამბები