03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
12 დაღუპული და 17 დაჭრილი - ვოლნოვახას ტრაგედია

ვოლნოვახასთან სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 14 წლის ბავშვია, 17 კი დაიჭრა. უკრაინელი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტთა პოზიციების მხრიდან გასროლილი ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა მგზავრობდა.

ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ გასროლა „გრადის” ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემით მოხდა. პარალელურად, გრძელდება ბრძოლები დონეცკის აეროპორტში. აეროპორტის დამცველი უკრაინელი ჯარისკაცები სარდლობისგან ტერორისტების გასანადგურებლად საარტილერიო მხარდაჭერას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები