03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
აშშ უკრაინაში მდგომარეობის გაურესებაში რუსეთს ადანაშაულებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში მდგომარეობის გაურესებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ამერიკის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა.

მისი თქმით, შეტევები დონეცკის აეროპორტზე და ვოლნოვახასთან ავტობუსის აფეთქება უკრაინის აღმოსავლეთით იმ სეპარატისტების ნამოქმედარია, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი, ავტობუსის აფეთქებაში კიევს ადანაშაულებს.

"აღშფოთებულები ვართ მომხდარით. ეს არის კიეველი ძალოვნების მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაული", – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კონსტანტი დოლგოვი.

დღის ამბები