03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
არქეოლოგი იულონ გაგოშიძე კულტურის მინისტრთან შეხვედრას ვერ ახერხებს

არქეოლოგი იულონ გაგოშიძე უძველესი არქეოლოგიური ძეგლის, ბერი კლდეების საკითხთან დაკავშირებით კულტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მან უკვე რამდენჯერმე მიმართა სამინისტროს შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა აქამდე უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.

არქეოლოგი მუშაობას უწუნებს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც და ამბობს, რომ დაპირების მიუხედავად, სააგენტოს სპეციალისტები ბერი კლდეების ძეგლის შესასწავლად არ ჩავიდნენ.

„ერთი შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი და ერთი ექვსი ათასი წლის სამარხი და შესაძლებელია ერთადერთი შემორჩენილთაგანი, დაინგრა. იმის ნაშთებს სჭირდებოდა დაუყოვნებლივ შესწავლა. უკვე დიდი ხანია ვითხოვ შეხვედრას, მაგრამ შეხვედრა არ შედგა,“ - ამბობს იულონ გაგოშიძე.

ბერი კლდეები შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს შესართავთან მდებარე უნიკალური ტერიტორიაა, რომლის ყორღანებშიც  უძველესი კულტურის ნიშნები და არტეფაქტები იყო აღმოჩენილი, თუმცა ტერიტორია ტრაქტორებმა უკვე გადაასწორეს. ამ ადგილას ჩინური კომპანია ავტობანის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები