03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
მერია ქუჩებში ქვეითად მოსიარულეებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ შესაბამის საქალაქო სამსახურებს იმ ქუჩებზე დაავალა ინფორმაციის წარმოდგენა, რომლებზეც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს ყველაზე მეტი პრობლემა ექმნებათ.

ნარმანიას განცხადებით წინა მთავრობამ პარკინგების ადგილები არასწორად დაგეგმა, რამაც ფეხით მოსიარულეებს პრობლემები შეუქმნა. დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ  სპეციალური კომისია ამ საკითხზე მუშაობას იწყებს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა იმართება.

დღის ამბები