03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში 90%-ით შემცირდა

საქართველოში ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება 90 პროცენტით შემცირებულია. სტატისტიკურ მონაცემებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო სახელმწიფო კომისიაზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ბიონარკოტიკის პრობლემაზე „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის” მერვე სხდომაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში "ბიონარკოტიკის" შემოტანა უკანასკნელ თვეებში თითქმის არ დასტურდება. კომისიის სხდომაზე ნარკოტიკების მოხმარების შესამცირებლად ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებაზეც იყო ლაპარაკი.

დღის ამბები