03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად გახსნილი მონუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა.

ძეგლის კვარცხლბეკი და კიბეები წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, დანგრეული იყო. სავალალო მდგომარეობაში იყო მიმდებარე ტერიტორიაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 500 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

დღის ამბები