03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
უკრაინაში აქცია სახელწოდებით - "მე ვარ ვოლნოვახა" დაიგეგმა

სოციალურ ქსელებში ახალი აქცია "მე ვარ ვოლნოვახა" დაიგეგმა. ინტერნეტ-მომხმარებლებმა აქცია დონეცკში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაგეგმეს. დონეცკის ოლქში, ვოლნოვახაში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ინტერნეტში ინტენსიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც მომხმარებლებს ხელში უჭირავთ პოსტერი წარწერით Je suis Volnovakha. ეს აქცია საფრანგეთში ტერორიზმის წინააღმდეგ გამართული სახალხო პროტესტის Je suis Charlie-ის ანალოგია.

უკრანული მედიის ცნობით, აქციას სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უერთდებიან.

ამავდროულად, კვირას კიევში, მაიდანზე შესაძლოა ჩატარდეს სოლიდარობის მარში, რომელიც ვოლნოვახაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნება.
სოციალურ ქსელებში მსვლელობის ორგანიზატორები უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და მსოფლიო ლიდერებს მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. იგივე მოწოდებები ვრცელდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართაც.

დღის ამბები