03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
მესტიაში სათხილამურო საბაგირო აღდგენილია

მესტიაში სათხილამურო საბაგირო აღდგენილია. რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ საბაგირო ხაზი ორშაბათს ამოქმედდა და ამ დროისათვის სრული დატვირთვით მუშაობს. სამთო-სათხილამურო კურორტზე საბაგირო ხაზი დილის 10 საათიდან საღამოს 5:30-მდე ფუნქციონირებს. ამ დროისათვის სვანეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი იმყოფება.

დიდთოვლობის მიუხედავად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის და ტურისტებს უშგულის მონახულების საშუალებაც აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები