19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
"არ მაღელვებს ეგ საკითხი" - იუსტიციის საბჭო მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს. არ არის გამორიცხული, ლევან მურუსიძე თანამდებობაზე უვადოდ განმწესდეს

თავად მურუსიძე ამბობს, რომ უკვე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლეს, ავტომატურად უვადოდ გადანიშვნავს უზრუნველყოფს. 

„აბსოლუტურად არ მაღელვებს ეგ საკითხი, ვინაიდან, ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს სამი წლის გამოცდილება, მასზეც არ უნდა გავრცელდეს ვადა და ისინი ითვლებიან უვადოდ გადანიშნულად.
ამ საკითხს წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ყველას აქვს უფლება თავიანთი მოსაზრება გამოხატონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მიაჩნია სწორად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე არც ერთი საქმე არ მაწერია, მაგრამ მაქვს განხილული ათასობით საქმე, როდესაც ვიყავი უზენაეს სასამართლოში," - განაცხადა მურუსიძემ

ამის წინაპირობა გახდა ახლად ამოქმედებული კანონი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ხელახლა უვადოდ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით უნდა დაინიშნოს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ოლიკო შერმადინი კი აცხადებს, რომ ლევან მურუსიძის უვადო დანიშვნაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 

შერმადინის განმარტებით, ლევან მურუსიძეზე საბჭო ვერ იმსჯელებს უვადო გამწესებაზე, რადგან მურუსიძე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა და ეს ვადა ჯერ არ გასულა. 

დღის ამბები