03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ლიკანში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

ლიკანში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა.

„რიქსოს-ბორჯომი” საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაი გაზის” თანამონაწილეობით აშენდა. პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი და 48 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდა.

დღეს სასტუმროს ოფიციალურ გახსნას პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ლიკანი ყოველთვის გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტი იყო და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი სამკურნალო ცენტრია. ბორჯომში და ზოგადად, ამ რეგიონში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო უნდა გაიხსნას, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებას და ახალი სამუშაოების გაჩენას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ასეთი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და დასაქმდება 200 ადამიანი.

"ფაქტობრივად, ხდება იმ ძველი დიდების აღდგენა, რომელიც ამ კურორტს ნამდვილად ჰქონდა," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ამავე თემაზე
დღის ამბები