03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
უკრაინაში სეპარატისტების მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში სეპარატისტების მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.

ამის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრისას უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია დაუზუსტებელია და ცნობა სეპარატისტების მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის გარდაცვალების შესახებ უკრაინელ მებრძოლებს შორის გავრცელდა.

მისივე თქმით, დაღუპული ქართველის გადმოსვენება უახლოეს დღეებში იგეგმება. თუმცა ჯერჯერობით გარდაცვლილის ვინაობა არ სახელდება.   

 

დღის ამბები