03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ტიბაანის მაცხოვრებლები სოფლის რწმუნებულის დანიშვნაში ჯანყარაშვილის ინტერესებზე საუბრობენ

სოფელ ტიბაანის მოსახლეობის ერთი ნაწილი სოფლის რწმუნებულის დანიშვნაში მაჟორიტარი დეპუტატის, გელა გელაშვილისა და პრემიერ-მინისტრის ოჯახის ახლო ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის, ჩარევის შესახებ ლაპარაკობს.

ადგილობრივების თქმით, მაღალჩინოსნების ზეწოლით, საატესტაციო კომისიამ ოთარ ალადაშვილის კანდიდატურა დაბლოკა და რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად ლია მაძღარაშვილი დანიშნა.

თავად მაძღარაშვილი ამბობს, რომ ის კანონიერად იკავებს თანამდებობას.

კომისიის წევრებისა და თავჯდომარის მიმართ, სავარაუდოდ, საჩივრები საგამოძიებო უწყებაში შევა, რადგან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების უმრავლესობა საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას სამართლებრივად აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები