03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ხანძარი დიდუბეში

ხანძარი დიდუბეში. ცეცხლი ბაგრატიონის 27 - ში მდებარე შენობას გაუჩნდა. დამწვარია 60 - ი კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე უცნობია თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რვა ბრიგადა მუშაობდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები