03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
პირი, რომელიც გარემოს დააბინძურებს, დღეიდან 120 ლარით დაჯარიმდება

გარემოს დაბინძურებისთვის დღეიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდება.

„ნარჩენების მართვის კოდექსის” თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნარჩენებს, ეს იქნება სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა, ნაგვის ბუნკერებს გარეთ დაყრიან.

ჯარიმის ოდენობა 120 ლარია. მისი აღსრულება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.

კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში, ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი მგზავრი ჯარიმდება.

დღის ამბები