03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
2015 წელი C-ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება, - ირაკლი ღარიბაშვილი

“საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა C-ჰეპატიტის სრული ელიმინაცია იქნება,” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2015 წელი C-ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება.

“ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არა მარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროგრამაში ჩაერთვება C-ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე და, რაც მნიშვნელოვანია, მკურნალობა იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის, მათ შორის პატიმრებისთვისაც," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ  "ჯანდაცვის სამინისტრო გაამკაცრებს რეგულაციებსა და კონტროლს დაავადების პრევენციისთვის.“

ის საზოგადოებას C- ჰეპატიტის აღმოფხვრისკენ მიმართულ კამპანიაში ჩართვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კამპანიის ეფექტურობისთვის, საზოგადოების მობილიზება აუცილებელია.

კომენტარი ამავე თემაზე ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, კამპანიის მიზანია დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ახალი შემთხვევების აღმოცენების მინიმუმამდე დაყვანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები