03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ვიკიპედია" 14 წლისაა

მრავალენოვანი ონლაინენციკლოპედია დღეს იუბილარია. 2001 წელს დაარსებულ "ვიკიპედიას" დღეს 14 წელი შეუსრულდა. 

"ვიკიპედია" ამერიკული ფონდის "ვიკიმედიის" მიერ არის შექმნილი. "ვიკიმედია" კი არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი სან-ფრანცისკოში მდებარეობს. ორგანიზაცია მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტსაზოგადოებას. 

"ვიკიპედია" თავდაპირველად მხოლოდ ინგლისურენოვანი ენციკლოპედია იყო. შემდეგ კი მას მსოფლიოში არსებული ენების უმრავლესობა დაემატა, მათ შორის ქართული. თუმცა ყველაზე მრავალფეროვანი და მეტი ინფორმაციის მოძიება საიტზე კვლავ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. 

"ვიკიპედიის" მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. სწორედ ამიტომ შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ "ვიკიპედიაში" ინფორმაციის დამატება ყველა ადამიანს შეეძლოს. 

ამ დროისთვის "ვიკიპედიის" ქართულ გვერდზე ჯამში 87 ათას 793 სტატიაა ხელმისაწვდომი. 

 

დღის ამბები