03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ვოლნოვახში 12 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ადგილზე ჯვარი აღიმართა

უკრაინაში, კერძოდ ვოლნოვახში, პრორუსი სამხედროების მიერ 12 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ადგილზე ადგილობრივებმა ჯვარი აღმართეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

აფეთქების ადგილას კი ადგილობრივებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. პარალელურად კი ქვეყანამ ნაწილობრივი მობილიზება გამოაცხადა.

უკრაინელებმა კი ახალი სოლიდარობის აქცია დაიწყეს "მე ვარ ვოლნოვახი".

გუშინწინ ვოლნოვახში პრორუსმა სამხედროებმა სამხედრო ჭურვი მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ესროლეს, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა 13 კი დაშავდა. მოგვიანებით კი კიდევ 2 გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები