03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
დონეცკის აეროპორტი - უკრაინაში ვითარება იძაბება [ფოტო]

უკრაინაში ვითარება იძაბება. ეპიცენტრი კვლავ დონეცკი და აეროპორტის შენობაა. პრორუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ხვალიდან დონეცკის აეროპორტი მათ ხელში გადავა.

დონეცკის ოლქის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყება ვარაუდობს, რომ 16 იანვრიდან აეროპორტის ტერიტორიას უკრაინელი სამხედროების სრული შემადგენლობა დატოვებს.

ოფიციალური კიევი კი ირწმუნება, რომ უკრაინის საზღვრებთან 52 ათასი რუსი ჯარისკაცი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსანდრე ტურჩინოვი, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხაცს.

 

 

 

 

როგორი იყო და როგორი არის  დონეცკის აეროპორტის შენობა. ახალი სურათები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები