03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
სომხეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

სომხეთში ვითარება დაიძაბა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტებმა მათ ქვები დაუშინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Conflict news-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე - რიგითმა ვალერი პერმიაკოვმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი - მათ შორის 2 წლის გოგონაა ავტომატური იარაღით დაცხრილა. სწორედ ეს ფაქტი გახდა გიუმრის ბაზასთან აქციების დაწყების მიზეზი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები