03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ბელგიაში ტერორისტულ აქტებს ISIS გეგმავდა

უცხოური მედიის ინფორმაციით ბელგიაში ტერორისტულ აქტებს ISIS გეგმავდა. არსებული ინფორმაციით ბელგიაში დაგეგმილ ტერორისტულ აქტებს პარიზში განვითარებულ მოვლენებთან აქვს კავშირი

ბელგიის ქალაქ ვერვიერსში, მოკლული ტერორისტები კი არსებული ინფორმაციით ISIS წევრები იყვნენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ბელგიაში უსაფრთხოების 4 შკალიანი სისტემა მოქმედებს, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები კი უკვე მესამე შკალაზე არიან გადასულები.  

შეგახსენებთ რომ ბელგიაში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა.

ბოლო ინფორმაცით ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია ორი ხოლო დაჭრილია ერთი ადამიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები