03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
აქცია სოფელ ვარიანში - ადგილობრივები მამა გრიგოლს დაუპირისპირდნენ [ფოტო-ვიდეო]

ამ წუთებში ხმაურია გორის რაიონის სოფელ ვარიანში. ადგილობრივი მოსახლეობა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარს მამა გრიგოლს უპირისპირდება. ვარიანელები ამბობენ, რომ წლებია მამა გრიგოლი მათ წინააღმდეგ პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს. 

ბოლო ასეთი ფაქტი კი, ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მამა გრიგოლმა პოლიციაში მისი მანქანის დაზიანების შესახებ განცხადება დაწერა. მამა გრიგოლი ამტკიცებს, რომ მას მანქანა დაუმტვრიეს, ხოლო დამნაშავეს ტელეფონი შემთხვევის ადგილზე დარჩა. 

ამ შემთხვევაში კი მამა გრიგოლი ვახტანგ ედიშერაშვილს ადანაშაულებს. თავად ედიშერაშვილი კი ამბობს, რომ ინციდენტის დროს თანასოფლელებთან ერთად საქეიფოდ იმყოფებოდა. შემდეგ კი სახლში ნასვამი მიიყვანეს და დაიძინა. ედიშერაშვილი ამბობს, რომ მან ტელეფონი ქეიფის დროს დაკარგა. 

სოფელში აცხადებენ, რომ მამა გრიგოლს ედიშერაშვილის 6 ათასი ლარი ვალი აქვს. თავად ედიშერაშვილს კი მიაჩნია, რომ მამა გრიგოლმა მანქანა თავად დააზიანა და ცდილობს, პროვოკაციული გზით მას კუთვნილი თანხა არ დაუბრუნოს. 

ვარიანელები ამბობენ, რომ მამა გრიგოლი წლებია მათ წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზს იგონებს. მოსახლეობა მის ბრალდებას პროვოკაციულად მიიჩნევს და სამართალდამცველებს მოუწოდებს, ობიექტურად იქნეს გამოძიებული ყველა ის ფაქტი, რაზეც მამა გრიგოლი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა. 

 

დღის ამბები