03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ბერძნულ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები საკვებით მოამარაგეს

ბერძნული კომპანიის გემებზე მყოფ ქართველ მეზღვაურთა ნაწილი უკვე უზრუნველყოფილია საკვებით, დანარჩენ მეზღვაურებს კი პროდუქტს დღის განმავლობაში მიაწვდიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსულო ბერძნული კომპანია Western Mediterranean Shipping S.A-ს წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გემის ეკიპაჟს საკვები პროდუქტები მიაწოდეს.

ხელფასებსა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იანვრის ბოლომდე მოგვარდება ფინანსური პრობლემები, რის შემდეგაც კომპანია უზრუნველყოფს მეზღვაურებისთვის ხელფასების გადახდასა და ეტაპობრივად სამშობლოში მათ დაბრუნებას.

ბერძნული კომპანიის 5 ხომალდზე დასაქმებული 23 ქართველი მეზღვაური ბენინის სანაპიროსთან რჩება.

დღის ამბები