03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
იყიდება თუ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტის კუთვნილი მერსედესი?

32 ათას დოლარად შეფასებული 1988 წელს გამოშვებული ავტომობილის, "მერსედესის" მარკის მანქანის მფლობელი, რომელმაც განცხადება ინტერნეტსაიტზე განათავსა, ირწმუნება, რომ სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდებოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი.

რაიმე დოკუმენტური მასალა, რომ ავტომობილი ნამდვილად პირველ პრეზიდენტს ეკუთვნოდა, მანქანის გამყიდველს არ წარმოუდგენია.

კონსტანტინე გამსახურდია თავიდანვე რამდენიმე ფაქტმა დააეჭვა.

ძვირადღირებული მანქანის წარმომავლობით დღეს "კურიერი" დაინტერესდა და გაარკვია, რომ "მერსედესი", რომელიც 24 წლის წინ არის შეძენილი, კვლავ სახელმწიფო დაცვის ავტოპარკში დგას და მისი გაყიდვა არ არის გადაწყვეტილი.

"კურიერის" მოკვლევის შემდეგ ინფორმაცია "myauto.ge"-ზე გამოტანილი ავტომობილის გამყიდველმაც შეცვალა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის მანქანა სახელმწიფოს კუთვნილებაა და მისი გაყიდვა ან კერძო პირისთვის გადაცემა არ შეიძლება.

გამსახურდიას შემდეგ 1991 წელს გერმანიაში ნაყიდი "მერსედესის" მარკის ავტომობილი მომდევნო ორ პრეზიდენტსაც მოემსახურა. 

დღის ამბები