03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
რა ხდება გიუმრში ? - "კურიერი" სომხეთიდან [ფოტო-ვიდეო]

სომხეთში, კერძოდ გიუმრიში დღეს სიწყნარეა. მასობრივი დაპირისპირებების შემდეგ დღეს ქალაქში არც აქცია გამართულა და არც დაპირისპირება მომხდარა. 

ადგილობრივებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და რამდენიმედღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ რუსი სამხედრო, რომელმაც ქალაქში ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვი, მოკლა, სომხურ მხარეს გადმოეცეს და ის კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. 

მასობრივი დაპირისპირებები კი გიუმრიში გუშინ მოხდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მოკლული თანაქალაქელები დაასაფლავეს, აქცია ჯერ რუსეთის სამხედრო ბაზასთან, შემდეგ კი რუსეთის საელჩოსთან გამართეს. 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები