03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
წულუკიანი კადიევს რუსეთს არ გადასცემს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მიკაილ კადიევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებაზე ბრძანების გამოცემას არ აპირებს. 

ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში მას შმდეგ გააკეთა, რაც კადიევის მხარდამჭერი აქციები დაიგეგმა. 

იუსტიციის მინისტრი ამბობს,  რომ კადიევის რუსეთში ექსტრადიცია ადამიანის უფლებების დარღვევა იქნებოდა. მისივე თქმით, ანალოგიურია პროკურატურის პოზიცია. 

"ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით დავა უზენაეს სასამართლოში მიდის, რადგან მას სამინისტრომ და ორი ინსტანციის სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. კადიევს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი აქვს დანაშაული 2013 წელს. მას თბილისის შუაგულში, ბინაში იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდა, რაც ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია. ეს სასამართლომ დაადასტურა და იხდის სასჯელს, რომელიც ივნისში სრულდება. ივნისში ის საპატიმროს დატოვებს. რაც შეეხება ექსტრადირებას, პირის საქართველოდან სხვა ქვეყანაში ექსტრადირების ბრძანებას ხელს იუსტიციის მინისტრი აწერს. დღემდე ასეთ 42 ბრძანებაზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ კადიევთან დაკავშურებით ბრძანებაზე ხელმოწერას არ ვაპირებ," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები