03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
საპატრიარქო სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლების ზღვარის დაცვისკენ მოუწოდებს

საპატრიარქო სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლების ზღვარის დაცვისკენ მოუწოდებს.

”შარლი ებდოსთან” დაკავშირებით განცხადება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს გააკეთა.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ტერორიზმი გაუმართლებელია, რა მიზეზიც არ უნდა ედოს მას საფუძვლად. თუმცა, ასევე გაუმართლებელია ნებისმიერი რელიგიის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. 

"მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ისევ გავრცელდა. ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ, როგორც არა აქვს გამართლება ე.წ. ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია როგორც მუსლიმების, ასევე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა," - აცხადებს დეკანოზი, საქართველოს პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დავით შარაშენიძე.

დღის ამბები