03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ქართველ კრიმინალებზე ესპანელებმა დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

"ქართული", "კრაზანა", "კარები", - ეს ბოლო წლებში ესპანელი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების მცირე ჩამონათვალია. ყველა შემთხვევისას ქართველი სამართალდამრღვევების ჯგუფი აჰყავდათ.

სწორედ ქართველ კრიმინალურ "ავტორიტეტებსა" და ევროპაში მათ თანამზრახველებზე ესპანურმა წამყვანმა ტელეკომპანიამ დოკუმენტური ფილმების სერია - ” უხილავი ქურდები”, მოამზადა.

ჟურნალისტური გამოძიება ესპანურმა მეექვსე არხმა აწარმოა. მასალა ესპანეთის სხვადასხვა ქალაქშია მომზადებული. მოსახლების უმეტესობა იმ ქურდობების შესახებ ჰყვება, რომელიც გამოძიების მიხედვით, ქართველმა კრიმინალებმა ჩაიდინეს.

ჟურნალისტი იმის გარკვევასაც შეეცადა, რა გზებით იყიდება ნაქურდალი ნივთები. რეპორტაჟში მოთხრობილი ისტორიის მიხედით, ოქროს ნივთებს ქართველები ლომბარდებში ტოვებენ, ან საქართველოში აგზავნიან. მათივე ინფორმაციით, ხშირად ესპანეთში მოპარული ოქრო თბილისის ვაგზალზე ე.წ. "ოქროს ბირჟაზე" ხვდება.

ესპანელი ჟურნალისტი უხილავი ქურდების კვალს საქართველომდე გამოჰყვა.

ფილმების ავტორი ირწმუნება, რომ ქართულ პოლიციას მათთან ბრძოლა აღარ უწევს, რადგან კანონმდებლობით ქუდებს ქვეყანაში ყოფნა ეკრძალებათ. თუმცა, ესპანელი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ფულადი გზავნილებისა თუ ამანათების სახით "ესპანელებისთვის მოპარული შრომა იგზავნება".

დღის ამბები