03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
სომხეთი იუნესკოსგან ქართული ეკლესიების სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კუთვნილებად აღიარებას მოითხოვს

სომხეთი იუნესკოს მიმართავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 450 ტაძარი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კუთვნილებად აღიაროს.

ცნობას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები აზერბაიჯანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის ეს ნაბიჯი არ უკვირთ, რადგან მათი თქმით, სომხეთს მეზობელ ქვეყნებთან მუდმივად ისტორიულ–კულტურული პრეტენზიები აქვს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი დღეს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის და სამინისტრო ამ ტაძრებს მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ისე უდგება, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა. 

დღის ამბები