17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს - ზალკანიანი გაეროს რეზოლუციაზე

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროში მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დავით ზალკალიანის თქმით, რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს.

"რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა და ხაზს უსვამს ფუნდამენტურ უფლებას, რომ ამ ადამიანებს აქვთ უფლება დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს, გააქტიურონ ძალისხმევა ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები