03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
უკრაინაში მებრძოლი, დავით მაყიშვილი, ქართველი მებრძოლის დაღუპვას ადასტურებს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, დავით მაყიშვილი, დონეცკის ბრძოლაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.

ამის შესახებ მან "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ მას გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია ქართველი მებრძოლის დაღუპვასთან დაკავშირებით.

"მე მაქვს სრული ინფორმცია, რომ გუშინ, საღამოს 6 საათზე, მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის, მეორე ბატალიონის, მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებით მდებარე დასახლებასთან. ეს ოპერაცია განხორციელდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის ინტერესი გადაეტანათ აეროპორტიდან სხვა მიმართულებაზე, რათა აეროპორტიდან დაჭრილები გამოეყვანათ," - ამბობს მაყიშვილი.

ის ამბობს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დონეცკის აეროპორტზე მუდმივი შეტევები ხორციელდება და ამის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების და გარდაცვლილების გამოყვანას. ამიტომაც პრორუსი სეპარატისტების ყურადღების გადასატანად დაიგეგმა რამდენიმე მცირემასშტაბიანი შეტევა, რათა აეროპორტისკენ გზა გაეხსნათ და დაჭრილები გამოეყვანათ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტეკაბისას დაიღუპა ქართველი მებრძოლი. სამი ქართველი კი დაიჭრა.  

     

ამავე თემაზე
დღის ამბები