03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
სოლიდარობა უკრაინას! - აქცია მილანში [ფოტო]

"სოლიდარობა უკრაინას", "არა ტერორიზმს", - ამ შინაარსის ლოზუნგებით ლონდონის მსგავსად საპროტესტო აქცია გაიმართა მილანშიც.

იტალიელებმა უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრებს და სრულიად უკრაინას მიუსამძიმრეს და მომხდარი დაგმეს. 

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ წარწერა "მე ვარ ვოლნოვახი". 

მილანში გამართული აქციის მონაწილეები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. ამის დასტურად კი მათ აქციაზე ერთიანი უკრაინის რუკა გაშალეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები