03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"უკრაინაში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაცაა" - ქართველი მებრძოლები უკრაინაში რჩებიან

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, დავით მაყიშვილი, "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინის დატოვებას არ აპირებენ.   

"ჩვენ, ქართველი მებრძოლები ვრჩებით ისევ ფრონტის ხაზზე და ვაგრძელებთ ბრძოლას იმიტომ, რომ ვიცით, ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაცაა," - ამბობს დავით მაყიშვილი.

მისი თქმით, "ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, მთელი ფრონტის ხაზზე დაძაბული მდგომარეობაა".

დავით მაყიშვილი იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ გააქტიურდნენ პრორუსი სეპარატისტები.    

"ახალი წლის წინა დღეებში იყო სიმშვიდე, რადგან, როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი, მათ არ ჰქონდათ საბრძოლო მასალა და ვერ ახორციელებდნენ საარტილერიო თავდასხმებს. ახალი წლების შემდეგ მოხდა ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა დონეცკის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც განახლდა საბრძოლო ოპერაციები. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, მთელი ფრონტის ხაზზე დაძაბული მდგომარეობაა," - ამბობს მაყიშვილი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები