03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
დონეცკის აეროპორტთან დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს [ფოტო]

დონეცკში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. ეპიცენტრი კი აეროპორტის შენობაა, რომლის დაცვას უკრაინელი სამხედროები პრორუსი სეპარატისტებისგან ცდილობენ. 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის მახლობლად მოხდა. ჩანგრეულია ე.წ პუტილოვსკის ხიდი. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რადგან აფეთქებული ხიდის ქვეშ ავტომობილები მოექცნენ.

მომხდარზე ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

 

"რუსთავი2"  შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ. 

დღის ამბები