03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
რატომ მიდიან ქართველები სირიაში? - მუქარა საქართველოს

რატომ მიდიან ქართველები სირიაში? ეს კითხვა ბოლო დროს უფრო და უფრო აქტუალური ხდება განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სირიაში 8 ქართველი მოკლეს. 

რვავე მათგანი საქართველოს მოქალაქე იყო. თუ როგორ მოხვდნენ ისინი  სირიაში, ზუსტად არ იციან. ოჯახში განმარტავენ, რომ ისინი სამუშაოდ თურქეში წავიდნენ.

რამდენი ადამიანია სირიაში წასული საქართველოდან, ამის ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანას არ გააჩნია. 

ძირითადად სირიაში აჭარიდან და პანკისიდან მიდიან. 

პარლამენტში შემუშავდა კანონი, რომელიც დასჯის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მებრძოლებს. 

ამის პარალელურად კი სირიაში მყოფი ქართველი საქართველოს და ქართველებს ემუქრება. სოციალური ქსელის მეშვეობით  ახმედ ალ გურჯი საქართველოს აფრთხილებს და გვითვლის, რომ "საფრანგეთი მონაგონი იქნება!"

დღის ამბები