03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
კანონი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ?

კანონი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, - ასე შეიძლება მოვიხსენიოთ "მაუწყებელთა კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სარეკლამო ბაზარი და სატელევზიო მედია შემოსავლების 10-15%-იანი სეკვესტრის მოლოდინშია. 

ტელეკომპანიებისთვის ერთადერთი გამოსავალი რეკლამის 40-50%-ით გაძვირებაა. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე მეტად მაინც "რუსთავი2" ზარალდება, რადგან, როგორც თანხობრივად, ისე გაყიდული დროის მიხედვით, სწორედ ეს ტელეკომპანია ლიდერობს. 

კანონთან დაკავშირებით პრეტენზიები არამხოლოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, არამედ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც აქვთ. 

აქამდე მაუწყებლებისთვის სარეკლამო დრო 24 საათში 5 საათამდე ჰქონდათ შეზღუდული. მართალია კვოტას ბოლომდე არც ერთი კომპანია არ ითვისებდა, მაგრამ პრაიმ ტაიმში, სადაც რეიტინგიც მაღალია, რეკლამის ფასიც და გენერირებული შემოსავლიც, ხშირად სარეკლამო დრო ახალი რეგულაციით დადგენილ 12 წუთს მნიშვნელოვნად აჭარბებდა.

ტელეკომპანიები ფიქრობენ, რომ ფინანსურად კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანი სპონსორებაზე დაწესებული შეზღუდვებია, საიდანაც აქამდე სარეკლამო შემოსავლების 2/3 გენერირდებოდა და მაღალი ფასის გამო ისედაც მეგაბრენდებს თუ მიუწვდებოდათ ხელი და ცვლილებების შემდეგ სპონსორობის ინტერესს დაკარგავენ.

დღის ამბები