03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილი, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი - PS ხაშურიდან

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედრო თამაზ სუხიაშვილია.

უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

სუხიაშვილი ხაშურში ცხოვრობდა. 

PS სუხიაშვილის მეზობლებს გაესაუბრა და გაარკვია, რომ უკრაინაში ომის დროს დაღუპულ ქართველ სამხედროს რამდენიმე დღეში, 25 იანვარს, 37 წელი შეუსრულდებოდა. 

მეზობლები სუხიაშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მათი თქმით, სუხიაშვილი ერაყში, ავღანეთში და აგვისტოს ომის დროსაც ომობდა. 

ოჯახმა თამაზ სუხიაშვილის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. 

 

დღის ამბები