03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
იაპონური კაბუკის თეატრი თბილისში - PS-ის ექსკლუზივი

იაპონური კაბუკის თეატრი თბილისში და "პოსტსკრიპტუმის" ექსკლუზიური სიუჟეტი კულისებიდან. 

ცნობილი იაპონური ლეგენდა სპექტაკლით „დოჯოჯი“, უძველეს კულტურას და ტრადიციებს აცოცხლებს.

ეშმაკის ვნებით შეპყრობილი ახალგაზრდა ქალი  ცდილობს, თავი მოაწონოს და შეაცდინოს ბერი.

ეს ცნობილი ცეკვა პირველად 1753 წელს შესრულდა. მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. კაბუკისთვის დამახასიათებელი შესრულება კლასიკური ელემენტებით საუკუნეებია, ზედმიწევნით მეორდება. დახვეწილი ქალური მანერებით მამაკაცის მიერ შესრულებულ ცეკვას მაგიური ძალით მე-18-ე საუკუნის იაპონიაში გადაჰყავხართ. 

დღის ამბები