03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
"ნიჭიერში" გამარჯვების შემდეგ თემო არაბიძე დედის საფლავზე მივიდა

"ნიჭიერში" გამარჯვების შემდეგ თემო არაბიძე დედის საფლავზე მივიდა და განვითარებული მოვლენები მოუყვა.

თემო ამბობს, რომ დედა მისთვის მეგობარი და ყველაზე ახლო ადამიანი იყო. 

საფლავზე, ისევე როგორც თერჯოლის ცენტრში, ხალხმრავლობა იყო. თემოს მოწყენის საშუალება არ მისცეს და ჯერ თანასოფლელებმა, შემდეგ კი მისმა ნათესავებმა, მას ზეიმი მოუწყვეს. 

თერჯოლაში წასვლამდე კი "ნიჭიერის" გამარჯვებულებმა მოგებული პრიზები გაიყვეს. მშენებარე სახლი, სრულად მოწყობილი, ქეთის გადაწყვეტილებით, მთლიანად თემოს დარჩება. რაც შეეხება 20 ათას ლარს, ის თანაბრად გაიყოფა. ასევე გადანაწილდება 10 ათასი ლარიც. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები