03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
"ქეთი, ქვეყანა გიყვარს, არა? გიყვარს არა, ტოროლა," - რას ჰყვება მსახიობი, მანანა სურმავა, ქეთი დოლიძეზე

მანანა სურმავა კარგად ცნობილი ქართველი მსახიობია. ის თუმანიშვილის თეატრში წლების განმავლობაში მანამდე მოღვაწეობდა, სანამ თეატრში ქეთი დოლიძე მივიდოდა.  

სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მყოფმა ქეთი დოლიძემ ყოფილი თანაკურსელის, მანანა სურმავას, მიერ მიტანილი სპექტაკლი "შელოცვა რადიოთი" გააუქმა, ხოლო მსახიობი შტატში არ ჩასვა. 

2-წლიანი დუმილი კი ქეთი დოლიძის წინააღმდეგ მანანა სურმავამ რამდენიმე დღის წინ დაარღვია. 

"ქეთი, ქვეყანა გიყვარს, არა? გიყვარს არა, ტოროლა," - დაწერა მსახიობმა და ქეთი დოლიძე კომპლექსიან ადამიანად მოიხსენია. 

თანაკურსელს თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქეთი დოლიძემ, უპასუხა და ის ტყუილში დაადანაშაულა.

დოლიძე ამბობს, რომ სურმავას თეატრი მაქსიმალურად დიდხანს ინახავდა და მის მიერ მიტანილ სპექტაკლებზე ბილეთები არ იყიდებოდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები