03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
მამა ილია კარტოზიას დღეს სვეტიცხოველში გადაასვენებენ

მამა ილია კარტოზიას ცხედარს დღეს წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოველში, ხვალ კი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ, რომლის წინამძღვარიც თავად იყო. არქიმანდრიტს სამშაბათს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. გარდაცვლილის ხსოვნას პატივი ტაძარში მისულმა მრევლმაც მიაგო. 27 წლის არქიმანდრიტი მამა ილია კარტოზია 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ევაკუაციის დროს დაიღუპა. ბორანზე საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა ყველა მათგანი უვნებლად გადარჩა.

დღის ამბები