03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის გადმოსვენების საკითხი ორ დღეში გაირკვევა

თამაზ სუხიაშვილის უკრაინიდან სამშობლოში გადმოსვენების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. "რუსთავი2" გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ტელეფონით ესაუბრა. თემურ კერესელიძე ამბობს, რომ პროცედურების დასაწყებად ოფიციალური წერილის მიღებას ელოდებიან. 

დიპლომატიურ მისიას ჯერ-ჯერობით არც საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებისა და არც სამი დაჭრილების შესახებ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება და ისინი ინფორმაციას დაღუპული თამაზ სუხიაშვილის თანამებრძოლებზე დაყრდნობით ადასტურებენ.

"ჩვენ მის თანამებრძოლს დავუკავშირდით, რომელიც აცხადებს, რომ როგორც კი მოუახლოვდება კიევს შეგვატყობინებს. დილისთვის უფრო ნათელი გახდება ალბათ სურათი. დავუკავშირდებით ჩვენ უკვე ოჯახს, ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას და გადმოსვენების საკითხი ორ დღეში უნდა გადაწყდეს," - განაცხადა თემურ კერესელიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები